თამარ ჩუგოშვილმა უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 18:30, 09 Dec, 2018     775

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების ორგანიზებით, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე გამოსვლისას, თამარ ჩუგოშვილმა დემოკრატიის განვითარებაში მსოფლიოში უფლებადამცველთა როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საქართველოში ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისა და თანამშრომლობისთვის.


„9 დეკემბერს მსოფლიოში უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, ხოლო 10 დეკემბერს ადამიანთა უფლებების დაცვის დღე. ადამიანის უფლებადაცველები მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს საქმეს ასრულებენ, მათ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც და მინდა მადლობა გადავუხადო მათ მუშაობისთვის და ასევე დავაფიქსირო მათ მიმართ მხარდაჭრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები თანამშრომლობის, კონსტრუქციული ურთიერთობების, კრიტიკის ჯანსაღად აღქმის და გაგების. მაქვს იმედი, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და ორივე მხრიდან იქნება აღქმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა როლი აქვს ხელისუფლებისგან განსხვავებული, ისინი არიან მაკონტროლებლები და ვისურვებ, რომ მომავალ წელს ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ღონისძიებაზე უფლებადამცველების შესახებ დეკლარაციის 20 წლისთავთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ შემუშავებული საინფორმაციო ბუკლეტის და პოსტერების პრეზენტაცია გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42