„პირველი პროცესი არ არის, რამდენიმე წლის უკან ორგანიზებულად ხდებოდა ეთნიკურად აფხაზების, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მათი ჩამოსახლება აფხაზეთში და კუთვნილ ქართველების სახლებში ჩასახლება. დაახლოებით, 50 ოჯახი იყო ჩამოსახლებული, მათ ძალიან გაუჭირდათ ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში 30-მდე ოჯახი უკან დაბრუნდა სირიაში. ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულად სირიელების ჩასახლების მცდელობა აფხაზეთის ტეროტორიაზე ქართველთა სახლებში, აქ არ არის უკვე საუბარი აფხაზებზე. საინტერესოა, რისთვის სჭირდებათ ეს. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როდესაც საუბარია მცდელობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მფარველობენ გარკვეულ ბოევიკებს. ხომ არ არის ამ ბოევიკების ჩასახლება და ხომ არ მოხდება შემდეგ მათი გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.
ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს, რათა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პარტნიორი ქვეყნებისთვის გახდეს ცნობილი:
„საერთაშორისო სამართლის თანახმად, აკრძალულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასახლება მოსახლეობის, რომელიც იქ არ ცხოვრობდა ოკუპაციამდე. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებმა ამის გამო არ მისცეს მოქალაქეობა ადამიანებს, რომლებიც მათი ოკუპაციის შემდეგ იყვნენ იქ ჩასახლებულები საბჭოთა კავშირის მიერ. ამის ერთადერთი წამალი არის ჩვენი პრობლემის აქტუალიზაცია უმაღლეს დონეზე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და აქტიურობა, რასაც საქართველოს მთავრობა არ აკეთებს.“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






