ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, ანდრო ნიკოლაიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნები შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე მოითხოვა, რომ ბათილად იქნეს ცნობილი ჩოხატაურის ოლქში არჩევნების შედეგები.
“დღის წესრიგში მინდა შევიტანოთ საკითხი ბათილად იქნეს ცნობილი ჩოხატაურის ოლქში არჩევნების შედეგები. პირველი უბნიდან დაწყებული 38-ე უბნით დამთავრებული.ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის განწყობას”-განაცხადა ანდრო ნიკოლაიშვილმა შემაჯამებელ სხდომაზე #62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
”საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩოხატაურის #62 ოლქში ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის და კონსტიტუციის უხეში დარღვევით. როგორც წინასაარჩევნოდ ასევე კენჭისყრის დღეს ხდებოდა ამომრჩევლების დაშინება, მოსყივდვა, საარჩევნო უბნებზე იძულებით ხმის მიცემა ,ამის შემდგომ კი ბიულეტენზე დამადასტურებელი კონტურული ნიშნის დასმა”- განმარტავს ანდრო ნიკოლაიშვილი.
ნიკოლაიშვილის თქმით , საჯარო მოხელეებს აიძულებდნენ აგიტაცია გაეწიათ ზურაბიშვილის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოხდებოდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება.
“საჯარო მოხელეებს აიძულებდნენ აგიტაცია გაეწიათ ზურაბიშვილის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოხდებოდა მათი სამსახურიდან გათავისუფლება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს შემწეობის მოხნით ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ ხმა მიეცათ ზურაბიშვილის სასარგებლოდ”
მასალის გამოყენების პირობები






