სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:15, 07 Dec, 2018     831

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"მოგეხსენებათ, 2018 წლის 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში. ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ძირითადი მიზეზი, რის საფუძველზეც აკრიტიკებენ ამ გადაწყვეტილებას არის კანონთან შეუსაბამობა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად პარლამენტის შენობის ეზოა მითითებული, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით „2001 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება დღეს უკვე აღარ არის ჰარმონიაში მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების ახალი წესი."

მსგავსი ქმედება საკმაოდ ადეკვატური და ოპტიმალური გზაა მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან არიდებისა.

მსგავსი მიდგომის გამოყენებით თავის დროზე შესაძლებელი იყო 26 მაისის მოვლენების თავიდან არიდება, აღლუმის ჩასატარებლად სხვა ლოკაციის არჩევით. საკვირველიც სწორედ ისაა, რომ „ნაც. მოძრაობის" წევრები სალომე ზურაბიშვილის ამ არჩევანს არამხოლოდ კანონდარღვევად, არამედ სუსტ ნაბიჯადაც მიიჩნევენ.

ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ნაბიჯის სწორი არგუმენტირება, რაც ვერ მოახერხეს სალომე ზურაბიშვილმა და მისმა გუნდმა, მშრალი და არაარგუმენტირებული პასუხებით, ეს კი მის სუსტ პიარზე მიუთითებს.

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ინაუგურაციის ჩატარებას თავდაპირველად გეგმავდნენ ფოთში, შემდგომ კი უპირატესობა მიანიჭეს თელავს, რასაც გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვა აქვს" - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42