ივანიშვილი ისევ გაუჩინარდა - ექსპრემიერი თანაგუნდელებს ამ დრომდე არ უნახავთ
პოლიტიკა - 18:10, 07 Dec, 2018     3342
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მმართველი გუნდის წევრებს აღარ უნახავთ. ამ დრომდე არც უმრავლესობის სხდომა ჩატარებულა.

უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ პარტიის ლიდერს მაშინ შეხვდებიან, როცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეკრება ჩაინიშნება.

"არჩევნების შემდეგ უმრავლესობის შეკრება არ ჩატარებულა. როდესაც იქნება უმრავლესობის შეკრება, რომელსაც, როგორც წესი ესწრება პარტიის თავმჯდომარე. იქ თუ გვექნება ამაზე მსჯელობა და შევთანხმდებით მერე შეიძლება გითხრათ. ვიღაცას შეიძლება სურვილი აქვს გაქრეს ეს ადამიანი პოლიტიკური ველიდან მაგრამ, ის უფრო და უფრო აქტიურია,“- განაცხადა ლევან კობერიძე.

აკაკი ზოიძის თქმით, კი "სადაც იყო იქ დარჩა ბატონი ბიძინა". მისი თქმით, ივანიშვილის პარტიის ლიდერია და ის ცალკე მდგომი პოლიტიკური ფიგურა არ არის.

„არ არსებობს ცალკე მდგომი ბიძინა ივანიშვილი, არსებობს "ქართული ოცნება" პარტია, არსებობს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ასევე არსებობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება,“-ამბობს აკაკი ზოიძე.

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში.

„გამოჩენა არ გამოჩენასთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, რომ ხშირად ჩანს მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიით, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც საქართველოსთვის სასარგებლო,“-ამბობს ვოლსკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42