ქართველმა მეზღვაურებმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე" გაიმარჯვეს
პოლიტიკა - 16:48, 07 Dec, 2018     574

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე" ქართველმა მეზღვაურებმა გაიმარჯვეს. კერძოდ, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრებმა, რომელთაც 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის სამაშველო ოპერაციებში სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს.

გემ MT Seapower-ის ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის გემის კაპიტანი - ლევან მამალაძე, ერთი კი უკრაინის მოქალაქე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს ქ. ლონდონში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ულოცავს ქართველ მეზღვაურებს ამ წარმატებას. „მეგობრებო, გილოცავთ ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე" გამარჯვებას! ეს დიდი წარმატება და ამავდროულად აღიარებაა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოების მხრიდან. ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა ქართველი მეზღვაურების წარმატება ისეთი პრესტიჟული ორგანიზაციის კონკურსში, როგორიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაა. თქვენ საკუთარი გამბედაობის და სიმამაცის წყალობით 13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. სწორედ თქვენნაირი ადამიანები არიან მაგალითი ახალგაზრდებისთვის - თუ რა ღირებულებებით უნდა იცხოვრონ, როგორი თავდადებით და ერთგულებით ემსახურონ საკუთარ საქმეს. ამასთან, ეს ჯილდო ქართველი მეზღვაურების მაღალი კლასისა და პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება და საერთაშორისო აღიარებაა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. წარმატებებს და მუდამ მშვიდობიან ზღვაოსნობას გისურვებთ!", - ნათქვამია გიორგი ქობულიას წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42