პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმება - საკითხი ამდ რომდე ღია რჩება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საკითხზე კონსულტაციები საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან მიმდინარეობს:
„ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკაში არ არის ორი ფონდი, არის ყოველთვის ერთი ფონდი და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც ერთი ფონდი უნდა არსებობდეს. უკვე განკარგვის კუთხით შესაძლებელია პრეზიდენტს განკარგული უფლებამოსილება ჰქონდეს, ასევე მთავრობას განკარგული, თუმცა მიზანშეწონილია, რომ ბიუჯეტს ერთი სარეზერვო ფონდი ჰქონდეს და არა ორი სარეზერვო ფონდი. საბოლოოდ გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე არის კონსულტაციები, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია და ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვფიქრობ, პრეზიდენტთან იქნება შეთანხმებული ის ვარიანტი, რა ვარიანტზეც საბოლოოდ აისახება ბიუჯეტში,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






