სახალხო დამცველის ყოველწლიური მოხსენება - აღნიშნულს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორში ომბუდსმენის ანგარიშს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ისინი არა ერთხელ გამხდარან ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები.
“ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში და ესეთ პოლარიზებულ გარემოში ზუსტადაც არასამთავრობო სექტორმა შესძლო, რომ ყველა გამოწვევისთვის ეპასუხა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს გამოცდა ვერ ჩააბარა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა ჩვენთან ურთიერთობაში. მათ არ ჰქონდათ კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ ჩვენ ან ვიტყუებოდით ან არასწორი ინფორმაციას ვავრცელებდით. ზუსტად ამიტომ, ისინი უბრალოდ ჩვენზე თავდასხმებს ახორციელებდნენ და აბსოლუტურად, არათემატურად გვაკრიტიკებდნენ,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
მიხეილ ბენიძის თქმით, თავდასხმებს ყოველდღიური ხასიათი სხვა საარჩევნო პერიოდებში არ ჰქონი:
„ეს იყო განსხვავებული წინა წლების და სხვა საარჩევნო პერიოდებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვყოფილვართ სხვადასხვა პირობებში თავდასხმის ობიექტები, მაგრამ საარჩევნო რეჟიმში, ასეთ ყოველდღიურ მასშტაბში ამას ადგილი არ ჰქონია. ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ავიწყდებოდათ, რომ არასამთავრობო სექტორი სამთავრობო ნარატივით ვერ იხელმძღვანელებს და ბუნებრივია, დამოუკიდებლად და ობიექტურად უნდა შეაფასოს პროცესები,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






