„ამის სკანდალიზაცია უაზროა“ - გია ვოლსკი NGO-ების გამოხმაურებაზე დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 15:28, 07 Dec, 2018     857

„ქალთა მოძრაობის“ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნის გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, გია ვოლსკი ეხმუარება:

„როცა ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის პოზიციას იცავს, ეს არ ნიშნავს, რომ მის ქცევაშიც გარკვეული პოზიცია უნდა განვჭვრიტოთ შორეულ მომავალში. მით უმეტეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ კონკრეტულ ადამიანზე, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება. მეორე საკითხია, რომ თემა გადაწყვეტილი არ არის და ამის სკანდალიზაცია უადგილოა. მე ვფიქრობ, მკაფიო და მკაცრი განცხადებებისგან ჯერჯერობით ყველამ თავი უნდა შეიკავოს. მე არ ვარ გაბუნიას ადვოკატი, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეულ ინტერპრეტაციას დაექვემდებარა მისი გამონათქვამი. ისე წარმოაჩინეთ სიტუაცია, თითქოს იმან აღიარა თავისი დანაშაული და ადვოკატი ამ დანაშაულზე საუბრობს, რომ ეს დანაშაული არაფერს წარმოადგენს და არც ერთი ნიშნით არ შეიძლება იყოს ის გამტყუნებული. ასე წარმოადგენენ თავის პოზიციას. ამ დროს გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა ასეთი მიმოწერა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ნიშნები არის სახეზე. მე კიდევ ვიმეორებ, ინტერპრეტაციაა ამ საკითხისა არ ეხება არც გია ვოლსკის და არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსის სასაუბრო თემებს. არსებობს საკითხები, რომელიც სასამართლოს მიერ არის შესაფასებელი, მაგალითად იყო თუ არა დამნაშავე ადამიანი, ვისაც გაბუნია იცავდა. ვფიქრობ, მისი პოზიციები ამ საკითხზე ინტერპრეტირებულია, თუმცა იქნება იგი თუ არა საპარლამენტო მდივანი ესეც ჯერ კიდევ გაურკვეველი საკითხია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42