"პირველად დადგა ეჭვქვეშ მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენების კანონიერება, მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას ზეწოლის გამოძიებისკენ მოუწოდა"- კახიძე
პოლიტიკა - 13:16, 07 Dec, 2018     737

ადვოკატი, ოთარ კახიძე ევროპის საბჭოს კომიტეტის მიერ მერაბიშვილის განაჩენების ეჭვქვეშ დაყენებაზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

კახიძის განცხადებით, პრაქტიკულად, მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას მოუწოდა, რომ ვანო მერაბიშვილზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატაროს.

„პირველად დადგა ეჭვქვეშ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენების კანონიერება, ვინაიდან მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა და დაავალა პირდაპირ, მთავრობას, რომ ჩაატაროს გამოძიება მასზე განხორცილებული ზეწოლის, იმ კუთხით, რომ დადგინდეს აღნიშნული ზეწოლის კავშირი მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ვინაიდან, პრაქტიკულად, ეს არის ვანო მერაბიშვილის სამომავლო მარეაბილიტირებელი საფუძველი, ერთი საქმით, რომელიც ეხებოდა მის წინასწარ პატიმრობას, ეჭვქვეშ დადგა ყველა განაჩენი, რომლის გადასინჯვასაც, რა თქმა უნდა, მისი დაცვის მხარე აუცილებლად მოითხოვს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს. ევროსაბჭოს კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

მათი რეკომენდაციაა გამოავლინილ იქნენ პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42