ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს მოთხოვნა მხოლოდ იმ პარტიებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც ამ ეტაპზე პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი.
„რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა, რაც დღეს წერია კონსტიტუციაში, როცა შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? მე ამ კითხვებს ვსვამ და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინე,“ - ამბობს ბესელია.
სოფიო კილაძის განცხადებით ოპოზიციას ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ რევოლუციური სცენარით წარმოუდგენია, რაც მისთვის მიუღებელია.
"ეს არ არის ლეგიტიმური მოთხოვნა მათი, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ სწორედ იმ მანდატის ფარგლებში მუშაობას, რომელი მანდატიც ჩვენ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოგვცა," - ამბობს კილაძე.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, საარჩევნო სისტემაში ცვლილებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






