საწარმოს მუშაობის პარალიზება ერთგვარი სადამსჯელო ღონისიძებაა- "ომეგა ჯგუფს" შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
პოლიტიკა - 14:24, 07 Dec, 2018     1168
"ომეგა ჯგუფი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და მის კონტრაქტორ კომპანია "სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" უკანონო ქმედებებში ადანაშუალებს. ამის შესახებ განცხადება "ომეგა ჯგუფის" დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრფინგზე გააკეთა.


აღდგომელაშვილის თქმით, ისინი სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ შეწყდეს "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ აღადგინოს და შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი.

"სამკვირიანი მუშაობის შემდეგ, "ომეგა ჯგუფის" საწარმო კიდევ ერთხელ გააჩერეს და ამჯერადაც საწარმოს ხელლოვნურად გაჩერება კვლავ აქციზური მარკების უკანონოდ არ მიცემით განხორცეილდა. შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანია "სიქფას" დღემდე ჩვენს არც ერთ წერილზე არ გაუცია პასუხი და არ განუმარტავთ, თუ რატომ გააუქმეს 12 ნოემბერს ჩვენ მიერ განთავსებული და იმავე დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული შეკვეთა აქციზურ მარკებზე და რატომ არ მოგვაწოდეს დადასტურებული შეკვეთით გათვალისწინებული აქციზური მარკების ნომინალის გადასახდელად საჭირო ინვოისი. არც შემოსავლებს სამსახური და არც მისი კონტრაქტორები არ გვცემენ პასუხს და არ გვეუბნებიან, რას ელოდებოდნენ 12 ნოემბრიდან 18 დღე, როდესაც დადასტურებული შეკვეთის შესაბამის ინვოისს არ გვაწვდიდნენ, რომ კანონით დადგენილი წესით მიგვეღო აქციზური მაკები და კიდევ ერთხელ არ მომხდარიყო წარმოების პარალიზება. საკითხზე არც ფინანსთა სამინისტროს უპასუხია, ჯერჯერობით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და "სიქფას" უკანონო ქმედებებით კიდევ უფრო მყარდება ჩვენი ვარაუდი: "ომეგა ჯგუფის" საწარმოს მუშაობის პარალიზება არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისიძება, იმიტომ რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისთვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახავი განცხადების გაკეთებას. აღნიშნული ვარაუდის მყარ საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა აღადგინა "ომეგა ჯგუფისთვის" აქციზური მარკების მიწოდება და იმავე დღეს ფინანსთა სამინისტრომ "ომეგა ჯგუფის" კომპანიების დირექტორებთან შეხვედრისას მოულოდნელად შემოგვთავაზა საგადასახადო შეთანხმების თავისი პირობები, რომლებიც გაცილებით ხელსაყრელი იყო, ვიდრე ის, რასაც "ომეგა ჯგუფი" მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ "ომეგა ჯგუფის" თამბაქოს წარმოებამ დროულად და სრულად დაფარა მიმდინარე გადასახადები და ამ დროისთვის არ ერიცხება დავალიანება მიმდინარე გადასახადებში, მაგრამ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა არ გააკეთა ზემოთ ხსენებული განცხადება, შემოსავლების სამსახურმა ყოვლად უსამართლდ შეწყვიტა აქციზიური მარკების მიწოდება, ხოლო ფინანსთა სამინისტრო კი დადუმდა მათ მიერ შემოთავაზებული საგადასახადო შეთანხმების შესახებ." - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

აღდგომელაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტრი კომპანია "სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

"სასამართლოსგან მოვითხოვთ, შეწყდეს ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყონებლივ გაიცეს აქციზური მარკები იმისთვის, რომ კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი." - აღნიშნა აღდგომელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42