სტრასბურგის უმწვავესი და კრიტიკული დასკვნა მერაბიშვილის საქმეზე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტება
პოლიტიკა - 12:29, 07 Dec, 2018     718
მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს მარტის სხდომაზე აღარ განიხილავს და ივნისის სხდომაზე დაუბრუნდება - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"ევროპის საბჭოს მინისტთა კომიტეტი 2019 წლის გაზაფხულზე ჩანიშნულ სხდომაზე ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს არ განიხილავს. კომიტეტმა მოიწონა ის ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად და თქვა, რომ 2019 წლის გაზაფხულზე ჩანიშნულ სხდომაზე კომიტეტი ამ საკითხზე აღარ იმსჯელებს და მხოლოდ ივნისში დაუბრუნდება აღსრულების პროცესის მიმდინარეობას. ამის შესახებ კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც 4 დეკემბრის სხდომაზე დამტკიცდა და გუშინ გამოქვეყნდა.

ევროპის საბჭო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს მონიტორინგს საქმის აღსრულების დახურვამდე უწევს და პროცესის მიმდინარეობას დროდადრო აფასებს. აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარემ ევროპის საბჭოს ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესის განხილვის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა და მოითხოვა მოსმენის ჩანიშვნა ჯერ მიმდინარე წლის მარტში, შემდეგ − ივნისში, თუმცა, მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი მხოლოდ მიმდინარე წლის დეკემბერში განიხილა.

მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში. კომიტეტის წევრები − ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები − კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. რეზოლუციაში მითითებულია საქმის აღსრულების ხელახალი მონიტორინგის თარიღიც.

საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - აღსრულების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა პირველად 4 დეკემბერს შეაფასა და მიიჩნია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.

კომიტეტმა მოიწონა, რომ

2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ეროვნულ დონეზე გამოძიება განახლდა;

2018 წლის 25 ოქტომბერს მთავრობამ დაამტკიცა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანია ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სამოხელეო დანაშაულებზე, რაც იყო კიდეც მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნა;

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შედეგად პროკურატურის ორგანოები დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება;

2015 წელს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს სასამართლოებისათვის წინასწარ პატიმრობაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას და მათ ავალდებულებს ეს ზედამხედველობითი ფუნქცია ავტომატურად, გონივრული ხანგამოშვებით შეასრულონ;

2018 წლის ივლისში საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების შერწყმის შემდგომ პერიოდში დაწყებულია მუშაობა იმ მიზნით, რომ 2019 წლიდან სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით გახდეს შესაძლებელი" - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დოკუმენტის ბმული: https://search.coe.int/cm/pages/result_details.aspx?objectid=09000016808effbe





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42