"გამოვლინდა საჯარო მოხელეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა"- ომბუდსმენის შემაჯამებელ ანგარიშში მოზარდების მკვლელობის არასწორ გამოძიებაზეა საუბარი
პოლიტიკა - 12:05, 07 Dec, 2018     877
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოში 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილვა, ჟურნალისტებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა გააცნო და მასზე დაყრდნობით მთავარი ტენდენციები გამოყო.

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია სიცოცხლის უფლებაზე და ამ კუთხით გამოვლენილ პრობლემებზე.

ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს.

"უპირველესად უნდა აღინიშნოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა. სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სახელმწიფოს ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. საქმის მასალების შესწავლის შედეგად კი სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, დღემდე ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი ყველა შესაძლო პირის პასუხისგებაში მიცემა. ამასთანავე, წარმოჩინდა შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის ჩამდენ საჯარო მოხელეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა, თუმცა, ამ თვალსაზრისით გამოძიება არ მიმდინარეობს, შიდა მოკვლევის შედეგები კი საზოგადოებისა და სახალხო დამცველისთვის ჯერჯერობით უცნობია. ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ გამოავლინა მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები საგამოძიებო სისტემაში, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას შესაბამისი რეფორმების გატარების გზით.

ზემოაღნიშნული საქმის გარდა, მნიშვნელოვანია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სპეციალური ოპერაციის დროს გამოყენებული ძალის კანონიერების შესასწავლად მიმდინარე გამოძიების შედეგების გაცნობა საზოგადოებისთვის. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისის დადგენილებით საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დასრულება დაავალა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ძალის პროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება არ არის დასრულებული და სახალხო დამცველის აპარატს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა"- აცხადებს სახალხო დამცველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42