დარღვევებით ჩატარებული არჩევნები, თავდასხმები და ვადიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას - გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატებს ხვდებიან
პოლიტიკა - 12:09, 07 Dec, 2018     888
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატებს საპრეზიდენტო არჩევნებისას დაფიქსირებულ დარღვევებს გააცნობენ.

შეხვედრის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმებზეც ისაუბრებენ. მათ შორის ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე მომხდარ თავდასხმაზეც.

საუბარი ასევე შეეხება სამომავლო გეგმებს, ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც პროპორციული წესით უნდა გაიმართოს.

გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე იმ სამ თემაზე ისაუბრა, რომელსაც შეხვედრის ფარგლებში განიხილავენ:

„სამი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვიმსჯელებთ, არის საარცევნო დარღვევები და შემდგომი სამართლებრივი პროცედურები, ჩვენ ვამზადებთ სარჩელს და ამაზე გვექნბეა დავა, მეორე, ეს არის პოსტსაარჩევნო აგრესიული რიტორიკა ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლის მხრიდან. თავდასხმები ჩვენს ლიდერებსა თუ აქტივისტებზე და მესამე, ეს არის ის აბსოლუტურად დესტრუქციული პოზიცია, რომელიც დაიჭირა ქართულმა ოცნებამ ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან სრული თანამშრომლობისთვის მზად არის:

„სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე სამი განცხადება გააკეთა და ყოველი მომდევნო გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე წინა. რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე დიპლომატიურ კორპუსს ძალიან აინტერესებს ეს დეტალები, ბუნებრივია, ისინი აპირებენ გააგრძელონ კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით გაერთიანებულ ოპოზიციასთან, რა თქმა უნდა მათ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ეს უმსგავსობა უნდა დამთავრდეს აღმოიფხვრას, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს მათთან ვითანამშრომლოთ, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42