ბიუჯეტის პროექტს კენჭისყრამდე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. მოცულობა 13 მილიარდზე მეტია, რაც იმას ნიშნავს რომ წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 600 მილიონით არის გაზრდილი.მთავრობის პრიორიტეტები, სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურისმიმართულებები იქნება.
„კვლავ შენარჩუნებულია ყველა ბიუროკრატიული ხარჯი. ხელფასიც კი გაიზარდა ამ ბოლო შემობრუნებულ ვარიანტში. 2 მილიარდი გახდა ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი, 200 მილიონით გაზარდეს, როდესაც 300 მილიონიანი ჩავარდნაა ამ წელიწადს და ყოველ წელიწადს გვქონდა ერთი და იგივე სურათი. ფაქტია, რომ ეს ბიუჯეტი იმეორებს ყველა იმ შეცდომას, რაც იყო წინა ბიუჯეტებში,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მთავრობა პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდას არც 2019 წელს აპირებს.
„მეორე მოსმენის დროს სკოლების ინფრასტრუქტურას დაამატეს 40 მილიონი და მე ვამბობდი, რომ ეს 40 მილიონი შესაძლებელია, რომ გადავიტანოთ სხვა მუხლში და დააფინანსონ სერთიფიცირებული მასწავლებლების ზრდა. ახლა მოსმენაზე გამოიტანეს, ეს 40 მილიონი აღარ არის, მაგრამ საერთოდ არის გადატანილი სხვა მუხლებში,“-ამბობს სერო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






