იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს კომიტეტის მწვავე დასკვნას ეხმაურება.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არც ერთი ეტაპი უკანონოდ პატიმრობაში არ ყოფილა.
"მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა მთავრობის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლებულია. ორი საკითხი, რომელზეც ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ორგანო გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას ეს არის, როგორც უკვე აღვნიშნე საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიების საკითხი და მეორე ის, რომ პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლეებმა უკეთესად დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს დარღვევა არ აქცევდა ვანო მერაბიშვილის დაკავებას უკანონოდ და არც არსებობდა ამიტომ გათავისუფლების საფუძველი" - აღნიშნავს თეა წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






