„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგ ლომიამ დღეს სალომე ზურაბისვილის არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს ხალხის სრული გეტიმაცია არ აქვს, შესაბამისად ის ინაუგურაციას არ დაესწრება.
ლომიას შეფასებას უმრავლესობის რიგებში მოულოდნელი და გაუიგებარი უწოდეს. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ზურაბიშვულის ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უშინაარსოა.
აღნიშნულ სიტუავიას აფასებს ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე და აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და „პატრიოტთა ალიანსს“ საერთო მოწინააღმდეგე აღარ აერთინებთ, ამიტომ დაპირისპირების პროცესი დაიწყება:
„მეორე ტურის წინ ეს იყო საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაერთიანება, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არალეგიტიმურად გამარჯვებული მხარეა და ყველა ბინძური მეთოდი იხმარა, რომ შედეგისთვის მიეღწია, პირველად მიზანს მიაღწია. ახლა მათ საერთო მოწინააღმდეგე, რომლის დამარცხებაც არის საჭირო, აღარ აერთიანებს. ამიტომ ახლა დაიწყება შიგნით ფრაგმენტირების და დაპირისპირების პროცესი, რაც გარდაუვალია ისეთ ჯგუფებში, რომელთაც არაფერი აერთიანებთ, გარდა იმ დროებითი საერთო მიზნისა. ახლა მიშას კანდიდატი დასამარცხებელი არ ჰყავთ და ერთმანეთს დაერევიან... ოპოზიციური კარტის თამაში ახლა ირმა ინაშვილს აწყობს იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოება, რომელიც ხალხს ყველაფერს დაჰპირდა და ვერ შეასრულებს, სახიფათოა,“- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






