„სად მონარქია და სად პრეზიდენტი, თამართან პარალელი ვერანაირად ვერ იქნება“ - სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციასთან დაკავშირებით მოთხოვნები აქვს
პოლიტიკა - 18:52, 06 Dec, 2018     1516

საქართველოს არჩეული პრეზდენტის ინაუგურაცია - თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მზადება დაიწყო. კახეთში უკვე ცავიდნენ საორგანიზაციო კომისიის წევრები და დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. ღონისძიების ორგანიზატორი და რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი ინაუგურაციის ყველა დეტალზე ჯერ არ საუბრობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს გარკვეული მოთხოვნები გააჩნია:

„ინაუგურაცია თავისთავად მოიცავს ისეთ წესებს, რომლის დარღვევაც არ შეიძლება. ეს არის ის პროტოკოლური ნაწილი. ეს გარემო დეკორაციას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია ვთქვათ ტრიბუნა სადაც განლაგდებიან მაყურებლები. ქალბატონი სალომეს გამოსასვლელი ადგილი. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, ინაუგურაციაზე ყოველთვის სრულდება ჰიმნი. და აგრეთვე ძალიან მინდა, რომ შესრულდეს მრავალჟამიერი. როგორც ვიცი ეს ქალბატონი სალომეს სურვილიც არის. იმიტომ რომ მრავალჟამიერი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არის,“-განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

რაც შეეხება ინაუგურაციის სამხატვრო მხარეს, ღონისძიების რეჟისორები ამბობენ, რომ ინაუგურაცია უნდა იყოს სადა და ევროპულ სტილთან მორგებული.

„უნდა იყოს სადა, თავშეკავებული და სტილში უნდა იყოს გამართული, მორგებული აი ამ ფანტასტიურ გარემოსთან. თამართან პარალელი ვერანაირად ვერ იქნება. ერთადერთი არის ის, რომ ქალი პრეზიდენტი ჩვენთვის პირველია და შინაგანად რა თქმა უნდა რაღაცნაირად ეს შეიძლება მხატვარს ჰქონდეს იდეაში, რაღაც ამდაგვარი. მაგრამ სტილში ვერ იქნება. სად მონარქია და სად პრეზიდენტი,“-განაცხადა თამრიკო ფოცხიშვილმა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42