პენიტენციური სამსახური ფოკაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რუსთავი-2-ის ეთერში გასულ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
პოლიტიკა - 16:45, 06 Dec, 2018     717
სპეციალური პენიტენციური სამსახური გუშინ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური გუშინ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მასში მოყვანილი, საბადრაგო სამსახურთან დაკავშირებული ინფორმაცია არის მცდარი.

კერძოდ, საუბარია იმ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც, ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი გ.მ. სასამართლოდან გამოყვანისას „ბადრაგმა“ კონკრეტულ პიროვნებას შეახვედრა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი სასამართლოში მიყვანის მომენტში არ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და მას სასამართლოში საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ვერ მიიყვანდა. რაც შეეხება მისი სასამართლოდან გამოყვანის მომენტს, ბრალდებულ გ.მ.-ს არც ამ დროს დახვედრია საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი, რადგან, ზოგადი წესის მიხედვით, ბრალდებული პირი მხოლოდ მას მერე ხვდება პენიტენციური სამსახურის, და შესაბამისად, საბადრაგო სამსახურის სისტემაში, რაც მას შესაბამისი ორგანოები პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგენენ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პიროვნება, რომელიც დასახელდა, რომ იყო თითქოს ბადრაგი, ფორმას არ ატარებდა. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები კი სამსახურეობრივ მოვალეობას მუდამ ფორმაში ასრულებენ.

რაც შეეხება, სიუჟეტში მოხვედრილ საბადრაგო სამსახურის მანქანას, განვმარტავთ, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 5 დეკემბერს იმართებოდა რამდენიმე სასამართლო პრეცესი, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების საბადრაგო სამსახურის მიერ 5 ბრალდებულის - კ.ნ., ო.ნ., პ.თ., ტ.თ. და დ.ა. - ბადრაგირება განხორციელდა. მოცემულ პატიმრებსა და მათ თანმხლებ ბადრაგებს საბადრაგო სამსახურის მანქანა ელოდებოდა სასამართლოს ეზოში, მაგრამ, როგორც ზევით აღინიშნა, ამ მანქანას ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42