ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხალხისგან სრული ლეგიტიმაცია არ აქვს. გიორგი ლომიას განცხადებით, ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში.
„ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ „პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი. არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა ჩვენმა მოსახლეობამ,“- განაცხადა ლომიამ.
მასალის გამოყენების პირობები






