მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საქართველოს პარლამენტი, რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ მკვლელობის შესახებ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა იწყებს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა ეს დოკუმეტი ცნობად მიიღო, უმრავლესობას მოუწევს უმცირესობის დასკვნა დაადასტუროს - დანაშაულში მიხეილ კალანდიას მონაწილეობისა და იმ პირთა ჩამონათვალის გაზრდის შესახებ, რომლებმაც დამნაშავეებს ხელი დააფარეს.
„საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირი, მიხეილ კალანდია, ვისაც ხელს აფარებდნენ და ხელს აფარებენ დღემდე. ასევე გამოავლინა იმ თანამდებობის პირების ვინაობა, ვინც პირდაპირ იყო ჩართული ამ საქმეში.
ერთ წელზე მეტი გავიდა ამ მკვლელობებიდან, თუმცა დღემდე "ქართული ოცნება" განაგრძობს დამნაშავეებზე ხელის დაფარებას, დღემდე „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ნება, რომ განახორციელოს მართლმსაჯულება,“-ამბობს ოთარ კახიძე.
პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე წარადგენს.
„იქნება პროცედურებთან დაკავშირებით და სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობა მოთხოვნის შესაბამისობაზე, რეგლამენტის თუ კანონის მოთხოვნებთან, ამაზე კომიტეტი მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას,“-ამბობს კომიტეტის თავმჯდოამრე ეკა ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






