საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთთან შუამავალი შვეიცარიული კომპანია SGS-სთვის საქართველოს მთავრობის მიერ თანხის გადარიცხვას ეხმაურება. ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს 2011 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ფინანსური ნაწილის დარეგულირების ვალდებულებაც აქვს აღებული:
„საქართველო არის თანმიმდევრული მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც გულისხმობს მონიტორინგს ერთ-ერთი ვალდებულება სწორედ ეს გახლდათ ფინანსური კონტრიბუცია შვეიცარიული კომპანიის მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ ვიმუშავებთ უკვე არსებულ ფორმატებში რა ფორმატებიც არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით, რათა მოხდეს ამ ხელშეკრულების შესაბამისი იმპლემენტაცია,“ - ამბობს ზალკალიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ შვეიცარიულ კომპანია SGS თანხა რუსეთიდან საქართველოში და შემდეგ სომხეთში ტვირთბრუნვის მონიტორინგის დასაწყებად გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






