„ოპოზიციური პარტიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ძირეულ და ფუნდამენტურ საკითხებზე: ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება და ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაში ძირეული ცვლილებები. ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. იმ პარტნიორებთან რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან თუ რა ვითარებაში ჩატარდა არჩევნები საქართველოში,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი წევრი პაატა დავითაია ამბობს, რომ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან აუცილებლად შედგება.
მოლაპარაკებები იმ ოპოზიციურ პარტიებთან გაიმართება, რომლებიც ჯერჯერობით გაერთიანებაში არ არიან.
"პოლიტიკური შეთანხმება მოხდა - ეს იყო მთავარი. რაც შეეხება მუშაობის ფორმატს, ამ საკითხზე ჯინსულტაციები მიმდინარეობს, როგორც ჯგუფებში იქნება საუბარი, მთავარია ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შედგა, რომელიც შემდეგ წარმოდგენილი იქნება საერტაშორისო ორგანიზაციებთან"- აღნიშნავს დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






