ივანიშვილის სურვილი თუ მხატვრის ფანტაზია: "ზურაბიშვილის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ"
პოლიტიკა - 19:39, 05 Dec, 2018     3803
მხატვარი თამარ ფოცხიშვილი, რომელიც არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალშია ჩართული, ამბობს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ.


„ზურაბიშვილი არის პირველი ქალი პრეზიდენტი, მაგრამ არ არის პირველი ქალი მეთაური საქართველოსთვის. მთავარი არის ის, რომ „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. არსებობს ჯგუფი, რომელიც დღეიდან იწყებს მუშაობას. ინაუგურაციის სტილი უნდა იყოს ღირსეული; უნდა იყოს იმ ფანტასტიურ, სრულიად მაღალი სულიერების და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, იქ, სადაც ერეკლე მეფის სასახლეა.

აქ არის არაჩვეულებრივი პატარა ეკლესია და ვფიქრობ, ის სისადავე, რომელიც იმ ადგილს აქვს, არის ქართული სულისთვის დამახასიათებელი”- ამბობს მხატვარი.

მისი თქმით, ღონისძიება იქნება მასშტაბური, მაგრამ არა პომპეზური.

“ღონისძიების ფერს გვკარნახობს საქართველოს დროშა, მაგრამ აქ უკვე გაჩნდება ევროკავშირის დროშებიც. ინაუგურაციის ნაწილია საქართველოს ეროვნული დროშა და გერბი. შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ. ეს პარალელები გულში ყველა ქართველს აქვს. ქალი პრეზიდენტი მაღალ იდეალებს გვახსენებს“, - განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო მარათონის დაწყების წინ, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველმა ძალამ მხარი დაუჭირა, ბიძინა ივანიშვილმა თამარ მეფეს შეადარა:

“პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება ჩვენ მე-12 საუკუნეში გყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა"- განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42