ვიდეომასალა რომელიც შესაძლოა, ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სამართალდამცველებთან კავშირზე მიუთითებდეს
პოლიტიკა - 18:35, 05 Dec, 2018     2192

შემთხვევა, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა, ახალციხეში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ გადაიღო, შესაძლოა, მკვლელობაში ბრალდებულის სამართალდამცველებთან კავშირზე მიუთითებდეს.

სოფელ ფოკაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალციხის სასამართლომ გალუსტ მკრტიჩიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთ მანქანასთან შეჩერდა და იქ მყოფ პირს ელაპარაკებოდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ, სამართალდამცველები, პატიმართან ერთად, ადგილიდან გაიქცნენ, უცნობმა პირმა კი საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მან უარყო ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. შსს-ში კი ამბობენ, რომ ის მათი თანამშრომელია, რომელსაც სამართალდამცველებმა გარკვეული დოკუმენტაცია გადასცეს, თუმცა მას ხელში არაფერი ეჭირა.

„რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი,სასამართლო პროცესის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთ მანქანასთან შეჩერდა და იქ მყოფ პირს ესაუბრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს.

"დაკავებული გ.მ.-ს ახალციხის სასამართლოდან საპატიმროში გადაყვანის დროს ავტომობილი სამსახურეობრივ-ტექნიკური მიზეზით შეჩერდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელს ხელთ ჰქონდა სამსახურეობრივი დოკუმენტაცია, რომელიც გადასცა დაკავებულის თანმხლებ პოლიციის თანამშრომლებს, რის შემდეგაც ავტომობილმა სვლა შეუფერხებლად განაგრძო. რაც შეეხება ერთ-ერთი ტელეკომპანიით გავრცელებულ ვიდეომასალას, მასშიც ნათლად ჩანს, რომ პირი, რომელიც სამინისტროს თანამშრომელია, სასამართლო განხილვამდე მიყვება დაკავებულს, ესწრება პროცესს და შემდეგ ტექნიკური მიზეზით კომუნიკაცია აქვს უკვე ქალაქის ქუჩაში მისივე თანამშრომლებთან"- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ფოკაში, რასაც ვითარების უკიდურესად გამწვავება მოჰყვა, 3 დეკემბერს მოხდა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42