საქმე ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასებას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
თეა წულუკიანი ოპოზიციის ულტიმატუმსაც ეხმაურება, ის არსებულ ვითარებაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველს ვერ ხედავს.
„ვადამდელი არჩევნების საფუძველს, მე პირადად ვერ ვხედავ. ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში, რომ კანდიდატებს შორის, პირველ ტურში უფრო მეტი კანდიდატი იყო და რა თქმა უნდა, ორი კანდიდატი დარჩა მეორე ტურისთვის, მაგრამ ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორისაც იყო ძალიან დაძაბული კომუნიკაცია, რაც ძაბავდა ფონს არა მხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ მათ მხარდამჭერებსა და შესაბამისი პარტიების აქტივს შორის. ეს რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალში უნდა გავითვალისწინოთ. არა ერთი ბრალდება, არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მათ შორის საარჩევნო სიაზე, პირადობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის თითქოს და გადაცდომებზე არ და ვერ დადასტურდა. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იყო სხვა შენიშვნები, რაც აუცილებლად უნდა გაანალიზდეს იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჩატარდეს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






