"მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომ არჩევნებმა გამართულად ჩაიარა - ჩუგოშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:09, 05 Dec, 2018     912
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასთან ერთად პირველ რიგში, გამოხატულია ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.


„ამ განცხადებაში რამდენიმე აქცენტი არის გაკეთებული. პირველ რიგში, გამოხატული არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ძალიან დიდი მოლოდინი არის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომლის გამოც ჩვენ აქტიურად გვაკრიტიკებდნენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებმა მნიშვნელოვანი სიახლეები უნდა მოუტანოს ქვეყანას. მოლოდინები ამ განცხადებიდან ნათლად და მკაფიოდ იკვეთება. ასევე არის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ გამართულად ჩაიარა არჩევნებმა და ასევე ნათქვამი არის დარღვევებთან დაკავშირებით. აკვირდებიან და აქვთ მოლოდინი, რომ ახალი წლიდან უნდა დაიწყოს გარკვეული პროცესები, რაც ჩვენც განვაცხადეთ, რომ გვექნება აქტიური მუშაობა ეუთო-ს მიერ დაფიქსირებული შენიშვნების გასათვალისწინებლად კანონმდებლობაში და მომავალში, კიდევ უფრო გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ამ ყველაფერზე, რაზეც არის განცხადებაში აქცენტები გაკეთებული, ნასაუბრები გვაქვს, ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები სრულიად ლეგიტიმურად ჩატარდა, მომავალში არის ბევრი რამ გამოსასწორებელი და ეუთო-ს დასკვნიდან ყველაფერი კარგად ჩანს. სწორი მიმართულებებია მოცემული და ყველაფერი სახელმძღვანელო არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა და საარჩევნო კოდექსი,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42