პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლიდან - საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიციას აღნიშნულის შეთავაზება ჰქონდა, თუმცა, მათ თავის დროზე უარი თქვეს. ცქიტიშვილის განმარტებით, ხელოვნური კოალიციების შექმნა სწორი არ არის და პოლიტიკური პარტიების ნაწილს საშუალება აქვს, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა განცხადებების გასაკეთებლად.
„ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული პარტიები საუბრობენ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე, მათ ჰქონდათ შეთავაზება და ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ 2020 წლიდან გადავსულიყავით ამ სისტემაზე, თუმცა მათ ამ ყველაფერზე უარი თქვეს. დღეს კი ამ პარტიების მხრიდან სხვაზე გადაბრალება არის უზნეობა. ამიტომაც ზოგადად, თუ მათ სურთ პოლიტიკური დისკუსია, ამის ადგილი პარლამენტია, მოვიდნენ და გამართონ დისკუსია. მკვდარი პარტიების გაცოცხლება, თითქოსდა ბევრი პარტია გამოჩნდეს, სწორი არ არის", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






