მათი შეფასებით, "ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ შეფასებებში ძალიან მწვავეა".
მათი თქმით, მსგავსი მწვავე შეფასება საქართველოში სხვა არცერთ არჩევნებს არ მოჰყოლია.
ოპოზიცია ქვეყანაში საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს.
„არც გამკვირვებია. ვიცოდი, რომ ეს განცხადება გაკეთდებოდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე ღიად ჩაერთვნენ გაერთიანებული ოპოზიციასთან კონსულტაციებში. შეშფოთებულნი არიან, რაც ხდება. ჩვენ გვექნება პარტნიორების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა. ფაქტი ერთია - ასე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ამიტომაც ვიკრიბებით, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც ნახონ, რომ ჩვენთვის საარჩევნო გარემოს ცვლილება მნიშვნელოვანია“- განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.
”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ცუდი იყო.
კაციტაძე ქვეყნის რეგრესზე საუბრობს.
"არც სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაა მარტო, ეს არის ეუთო/ოდირის, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება. მივესალმები, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს ხელისუფლებებთან არჩევენების თემატიკასთან დაკავშირებით ენის მოჩლექით საუბარს თავი დაანება.
"ქართული ოცნების" პირობებში ეს არჩევნები ყველაზე ცუდი, იყო რაც ნიშნას რეგრესს და როცა ხედავ რეგრესს, უნდა იფიქრო, იზრუნო პროგრესზე, უნდა იფიქრო გაუმჯობესებაზე"- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






