ადვოკატების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ეს სკანდალური განცხადება გავრცელდა, კორძაიას მიმართ პროკურატურის მაღალჩინოსნის გიორგი გაბიტაშვილის მხრიდან მუქარა განხორციელდა.
„ჩვენ მივმართეთ ერთი თვის წინ მთავარ პროკურატურას, რომ შეესწავლა კიდევ ერთი მოწმის ირაკლი კორძაიას ჩვენება ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო დროულად ირაკლი კორძაიას გამოკითხვა, საქართველოდან, კერძოდ, მთავარი პროკურატურიდან, სავარაუდოდ განხორციელდა მაღალჩინოსანი პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის ზარი ირაკლი კორძაიას მეგობართან - გიორგი ალიბეგაშვილთან და განხორციელდა მუქარა, კერძოდ, გიორგი გაბიტაშვილმა მოითხოვა, რომ ირაკლი კორძაიას შეეწყვიტა ამ თემაზე საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი და გარკვეულ მუქარას შეეხებოდა.“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






