ამ დროისათვის კონსულტაციების პირველი რაუნდი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ესწრება.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ საქართველო დღეს ყველაზე ახლოსაა იმ რეალობასთან, როცა შესაძლებელია სამართლიანიო საარჩევნო სისტემა დამკვიდრდეს.
„ეს მაჟორიტარულ-პროპორციულ-შერეული მანკიერი უსამართლო სისტემა, რომელიც უკვე 23 წელიწადია ღუპავს ჩვენს პოლიტიკურ რეალობას, არ შეიცვლება მანამდე, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს თუ ჩავატარებთ ისევ და ისევ ამ სისტემით, მივიღებთ ისევ იმ შედეგს, როდესაც დაბალი მხარდაჭერით ხელისუფლება მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მაჟორიტარების მეშვეობით, ასეთი რამ ქვეყანამ აღარ უნდა დაუშვას და მე ვთვლი, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის დღეს იმ რეალობასთან, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ სამართლიან საარჩევნო სისტემას დავამტკიცებთ“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები






