გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არცევნების ჩატარებასთანდ აკავშრებით, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, მმართველი გუნდის რიგებიდან კვლავ ეხმაურებიან. გია ვოლსკის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს, რასაც ევროპული ქვეყნებიც ვერ გადაურჩნენ.
„მათი მიზანია, საზოგადოებაში რაც შეიძლება მკაფიო და აგრესიული გამყოფი ხაზები იყოს. პარლამენტში ოპოზიციას თავისი წარმომადგენლობა ჰყავს და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები მათ პოზიციებს იზიარებენ. კონსულტაციებზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ კონსულტაციებს გააჩნია, საკუთარი პოზიციების თავზე მოხვევა უნდათ. ანტაგონიზმის გათვალისწინებით, პროპორციული სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს მოიტანს, რასაც განვითარებული, ევროპული დემოკრატიული ქვეყნები ვერ გადაურჩნენ, საქართველოს კი, ეს ფუფუნება არ გააჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






