„რუსეთის ჯარი იმყოფება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა დაასრულოს ორივე რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და საკუთარი ჯარი გაიყვანოს საქართველოდან,“ თქვა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ალიანსმა შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, რაც მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის ალიანსის პოზიციაზე.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღეს ალიანსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში და ნატოს სხვა მისიებში შეტანილი დიდი წვლილისთვის მისივე თქმით, მინისტერიალზე დაადასტურეს ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ნატოს წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად.
„დღეს, ნატოს შეხვედრაზე, შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო მოვამზადოთ ნატოში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველოს რეფორმების მხრივ აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა ივლისში განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ ვაფასებთ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და ვაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, ძლიერი ინსტიტუტების აშენებაში.“-განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






