„თუ წაგებული ჩხუბის მერე მუშტების ქნევას დაიწყებს, ეს იქნება ანარქია" - ზოიძე ვადამდელი საპარალემტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავს
პოლიტიკა - 00:46, 05 Dec, 2018     424
გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას, დაჯდეს ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან, უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა "არჩევანის" ეთერში თქვა, "პირველ რიგში უნდა გაერკვეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენ უნდა გვლანძღონ და "გაყიდული" ეძახონ მოსახლეობას, თუ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე."

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ აგრესიულ რიტორიკას ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, სიძულვილის ენით საუბრობს ოპოზიცია. მისივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, როგორც დეპუტატი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ოპოზიცია მოლაპარაკებებში.

„თუ წაგებული ჩხუბის მერე მუშტების ქნევას დაიწყებს ნებისმიერი შემთხვევაში წაგებული მხარე და იტყვის, რომ არა, თავიდან გადავათამაშოთ თითოეული არჩევნები, ეს დემოკრატიული საზოგადოება არ იქნებოდა, ეს იქნება ჩვეულებრივი ანარქია. შესაბამისად, რომ ყოფილიყო 1%-იანი, 2%-იანი განსხვავება, შეიძლება გვეფიქრა, რომ ლეგიტიმური არის მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისეთი განსხვავების შემთხვევაში, რაც ახლა მივიღეთ,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ზოიძე ამბობს, რომ ეს რომ ნაციონალურ მოძრაობას სდომოდა, წინა მოწვევის პარლამენტში დაუჭერდა მხარს. უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ მსგავსი შეთავაზება არაერთხელ იქნა გაკეთებული ოპოზიციისთვის, თუმცა, მათ კონსტიტუციის შემუშავებაზეც კი თქვეს უარი. მისივე თქმით, 2020 წლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეს ქვეყანა იმ სისტემამდე, რომელიც სჭირდება დემოკრატიისთვის, მათ შორის ეს ეხება ბარიერის დაწევასაც. თუმცა, ასე ხელაღებით პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა ვერ გადავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42