„ჩვენ ვთავაზობთ ქართულ ოცნებას, შევიმუშაოთ ნორმალური თამაშის წესები, რომ ხვალ უფრო არ დაიძაბოს სიტუაცია" - დავითაია ვადამდელი საპარალემტნო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 00:05, 05 Dec, 2018     783
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, "არჩევანის" ეთერში საარჩევნო კოდექსის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ვერ განხორციელდება, თუ ძირეული ცვლილებები არ შევა "საარჩევნო კოდექსში".

„საარჩევნო გარემო თუ არ შეიცვალა და, თუ არ იქნა შეცვლილი "საარჩევნო კოდექსი" და თამაშის წესები თუ არ იქნა ჩამოყალიბებული ნორმალური და, თუ არ შეიცვალა ცესკო-ს განლაგების წესი და საერთოდ სტრუქტურა, მაშინ არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს,“ - განაცხადა დავითაიამ.

პაატა დავითაია ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის ულტიმატუმს არ განიხილავს, რადგან ეს სწორედ ქართული ოცნების სტრატეგიაა. პაატა დავითაიამ ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის პერიოდი, როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარებულიყო 2020 წელს და არა 2024-ში.

დავითაიას თქმით, ქართულმა ოცნებამ არავის აზრი არ გაითვალისწინა და კონსტიტუცია ერთპიროვნულად მიიღო.

„ჩვენ ვნახეთ, რა შედეგების მომტანია ის საარჩევნო კოდექსი, რაც არის ახლა მიღებული. ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, რაც არის. ქართულმა ოცნებას ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს ამ კოდექსის ცვლილება, მაშინ დგება მეორე საკითხი, ჩვენ ნებისმიერი ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ ცვლის საარჩევნო კოდექს, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. არ შეიძლება, პარტია, რომელიც მიდის არჩევნებში, წინასწარ უნდა იცოდეს, რა დღის წესრიგით მიდის, როგორია საარჩევნო გარემო და არა არჩევნების წინ შეცვალოს,“ - განაცხადა დავითაიამ.

დავითაია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად შეიმუშაოს თამაშის წესები და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

„ჩვენ ვთავაზობთ ქართულ ოცნებას, რომ ერთად დავჯდეთ, შევიმუშაოთ ნორმალური თამაშის წესები და არა ის, რაც ახლა მოხდა და ასე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება... პოლიტიკური რეალობა, ლანდშაფტი შეიცვალა, მოდით, დავსხდეთ, გავიაროთ, რომ ხვალ უფრო არ დაიძაბოს სიტუაცია,“ - განაცხადა დავითაიამ.

დავითაიას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია პარტნიორებთან კონსულტაციებს ხვალიდან იწყებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42