„შეიძლება ერთი თვე, ორი თვე მოითმინოს ამ საზოგადოებამ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად აფეთქდება" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 00:12, 05 Dec, 2018     914
მმართველი გუნდის უარს, მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და ედპ-ს ლიდერი ეხმაურება.

ბაჩუკი ქარდავა "არჩევანის" ეთერში არჩევნების გაყალბების მასშტაბებზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანები, რომელიც მოატყუა ოცნებამ, ოდესმე საკუთარ დამოკიდებულებას აუცილებლად გამოხატავენ. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია, ფაქტობრივად, მაშველ რგოლს უგდებს მმართველ გუნდს, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდნენ და ისინი ამაზე უარს ამბობენ.

„შეიძლება ერთი თვე, ორი თვე მოითმინოს ამ საზოგადოებამ, როდესაც გრძნობს, რომ მას მიაყენეს შეურაცხყოფა. მაგრამ ერთ მშვენიერი დღეს, შეიძლება სულ სხვა მიზეზით, სულ სხვა საბაბით ეს ადამიანები აუცილებლად აფეთქდებიან. ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ ვეხვეწებით ვინმეს დიალოგს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიცია და მისი კონსტრუქციული ლიდერი და ამ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ანგარიშს უწევს საერთაშორისო თანამეგობრობას, სახელმწიფოს პერსპექტივებს, მაშველ რგოლს ესვრის ივანიშვილს და ამ ხელისუფლებას, რომ მოვიდნენ გონს და იქნებ, ზომიერ პოლიტიკურ ჩარჩოებში დავტოვოთ ეს პროცესი, რომ არ გადავიდეს ქუჩაში,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ და აღნიშნა, რომ ის, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობდა, რომ რევოლუციისთვის ემზადება ოპოზიცია, ამის პროვოცირებას თავად ქართული ოცნება ახდენს.

ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, თავის დროზე თავად ირაკლი კობახიძეს სურდა, რომ საარჩევნო სისტემა შეცვლილიყო და პროპორციულ წესზე გადასულიყო, თუმცა, მას ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და მოსთხოვა, რომ "საარჩევნო კოდექსში" მაჟორიტარული სისტემა დარჩენილიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42