დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა
პოლიტიკა - 17:51, 04 Dec, 2018     626
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით შეხვედრამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები როგორც უშუალოდ მინისტერიალის ჩართულობის, ასევე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით.

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეხვედრამდე გვქონდა მისი უაღრესად პოზიტიური შეფასებები და მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ მინისტერიალის კონტექსტში,და იმ თემებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან. ძალიან პოზიტიური შეფასება გვაქვს ყველა იმ რეფორმებთან დაკავშირებით,რომელიც ხორციელდება თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. შესაბამისად საუბარი შეეხება ნატო-ში ინტეგრაციასთან ჩვენს მოლოდინებს, ბუნებრივია, აუცილებელია, რომ ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ ინტეგრაციის პროცესში." -განაცხადა დავით ზალკალიანმა შეხვედრის კომენტირებისას.

მისი თქმით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, ისევე როგორც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, რუსეთის ფედერაციის აგრესიას რეგიონში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება სადაც 4-5 დეკემბერს მიმდინარეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42