"მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული ძალადობის კამპანია" - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 16:54, 04 Dec, 2018     3467
„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ მოხდეს მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენება, რათა შეწყდეს ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული ძალადობის კამპანია:


“დღევანდელი განცხადებით, დედაქალაქის მერმა კალაძემ კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა.

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას:

საქართველოში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ წახალისებული დევნა.

აღნიშნული ხორციელდება დაფარულად და ღიად, როგორც თბილისის მერის შემთხვევაში, რომელმაც გუშინ არათუ წაახალისა, არამედ ღიად მოუწოდა ძალადობისკენ, ხოლო დღევანდელი განცხადებით კვლავ წაახალისა ძალადობა.

ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია არაერთგზის გამხდარა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, რაც არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად შეფასებული არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, აღნიშნული წამქეზებლური მოწოდებები იძენს განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციის სახეს.

მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა შეწყდეს ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული ძალადობის კამპანია.”-წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42