"ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილი რეალობამ მიწაზე დაანარცხა... ქართული ოცნების ოპონენტია ყველა და არა ნაციონალური მოძრაობა, როგორც ამას ხატავენ" - გია ხუხაშვილი
პოლიტიკა - 15:57, 04 Dec, 2018     4374
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილს როგორც ლიდერს აღარ უყურებენ.

ამ კონტექსტში ექსპერტმა ბიზნესმენების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელებიც მისივე თქმით, მზად არიან ინვესტიცია ოპოზიციაში ჩადონ.

"ბიზნესმენები ამ ქვეყანაში ყველაზე ჭკვიანები არიან და ყველაზე კარგად გრძნობენ ცვლილებების დასაწყისს. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ "ქართულმა ოცნებამ" მთელი პოლიტიკური კაპიტალის ნარჩენი დახარჯა ამ არჩევნებზე. მეორეხარისხოვან პროდუქტში ასმაგი გადაიხადეს, რაც ცუდ მოთამაშეს მოსდის. მოიგეს არა პოლიტიკური კვალიფიკაციის ხარჯზე, არამედ მოიგეს იმიტომ რომ გამუდმებით აორმაგებდნენ ფსონებს. ამ არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებას პრობლემები კი არ შეუმცირდა, თითქმის შეუქცევადი პროცესების წერტილში მივიდა. მისი ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობა" არ არის, როგორც ამას ხატავენ, არამედ მისი ოპონენტია პრაქტიკულად ყველა. ძალიან მაინტერესებს ვინ არის "ქართული ოცნების" პარტნიორი?! კი ბატონო, მათ აქვთ სალარო. ლიდერების კი არ ჰყავთ. ბიძინა ივანიშვილი ძალის ცენტრია, თუმცა ლიდერი აღარ არის. ჩვენ ვნახეთ მისი ორი ინტერვიუ, სადაც ის ამ ქვეყანაზე არ იყო, რითაც ცეცხლზე ნავთი დაასხა და კიდევ უფრო გააბრაზა საზოგადოება... რეალობამ ივანიშვილი მიწაზე დაანარცხა. დღევანდელი გადმოსახედიდან, მგონი „ქართულ ოცნებაში“ მას როგორც ლიდერს აღარ უყურებენ. მას უყურებენ, როგორც რესურსების ცენტრს, საიდანაც რაღაც უნდა მიიღოს, ყველა ელოდება მისგან მოწყალებას ან ფულს. ეს არჩევნების წინაც კარგად ჩანდა ამ პარაზიტებისგან"- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის განცხადებით, ივანიშვილმა ირგვლივ "ტონობით ვაზელინი" შემოიკრიბა.

"საღი აზრი იქ არ ტრიალებდა, ვაზელინით გაზეპილ ოთახში უწევდა მუშაობა. ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ამ ოთახიდან, რეალობას გაუსწოროს თვალი და ესაუბროს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უნარი სიმართლე პირში უთხრან"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42