საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგზე. მართველი გუნდის წარმომადგენლები აღნიშნულს პრეზიდენტის მხრიდან არაადეკვატურს უწოდებს.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ვითარებას არასწორად აღიქვამს:
„მარგველაშვილმა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა ბოლო პერიოდში და არ მინდა დავამძიმო ის პოზიტიური ფონი რაც თითქოს და შექმნა. ის განცხადება, რომ თვითონ უნდა ჩაერთოს რაღაც პროცესებში არის ვითარების არაადეკვატური აღქმა. საზოგადოების სტაბილურობისათვის ამდენი არჩევნები ზედიზედ, თან იმ სისტემით არჩევნები, რომელიც აბსოლუტურად ცვლის საარჩევნო კოდექსს, არის ერთადერთი მიზნით შემოთავაზება გაკეთებული, რომ რაღაცა თავის პოზიციები შეინარჩუნონ პოლიტიკურ ველზე და ამის უკან მხოლოდ რაღაც პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






