ხუხაშვილმა საარჩევნო სიტემის შესახებ ისაუბრა, რომელის ცვლილებასაც ოპოზიციაში სრული კონსენსუსი აქვს. ოპოზიცია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისა და ამ საკითხზე დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.
ხუხაშვილის შეფასებით, "ხელისუფლება პრობლემის დავიწროებას ცდილობს".
"ის ცდილობს პრობლემა მასსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირების პრიზმაში გაატაროს. სინამდვილეში პროპორციული არჩევნები არის მთელი ოპოზიციური ელიტის მოთხოვნა. ამას ითხოვს ფართო საზოგადოება. მე ვთვლი, რომ მოსახლეობაშიც მსგავსი მოთხოვნა არსებობს"- აღნიშნავს ხუხაშვილი.
მისივე შეფასებით, ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან ხელის აქნევით საუბარი მისთვის პრაქტიკული შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს.
"ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას, იმდენად მაღალი, რომ ეს ძალაუფლების დაკარგვად შეიძლება დაუჯდეთ. ამ არჩევნებმა დეგრადაცია კი არ შეაჩერა, არამედ დააჩქარა. რეალურად, დასავლეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში ბიზნესი სერიოზულად ფიქრობს რომ "ქართული ოცნება" ძალიან დიდი პრობლემის წინ დგას და მას მომავალი არ აქვს. მე ამის ძალიან ბევრი სიმპტომი ვიცი, რასაც ახლა არ ჩამოვთვლი"- თქვა ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






