გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას - ვადა 16 დეკემბერს იწურება, მანამდე კი ოპოზიციის ლიდერებმა და წევრებმა საქართველოს ყველა რეგონში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. გრიგოლ ვაშაძე ყველა რეგიონში ჩავა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია რუსთავის მსოახლეობას მიაწოდეს და არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგისთვის მადლობა გადაუხადეს. ვაშაძემ აღნიშნა, რომ დიდი ტერორისა და დაშინების მიუხედავად რუსთავში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობამ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს.
„რუსთავში ვიმყოფებით იმიტომ, რომ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც არნახული გმირობა გამოიჩინეს მიუხედავად შანტაჟისა, შავი სამყაროს და ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაშინებისა, კიდევ გაგვამარჯვებინეს მეორე ტურში,“ - ამბობს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






