"ომეგა ჯგუფის" საწარმო კვლავ გააჩერეს
პოლიტიკა - 14:13, 04 Dec, 2018     1132

“ომეგა ჯგუფის საწარმო კვლავაც გააჩერეს და ამ გაჩერების მიზეზად კვლავაც რჩება აქციზური მარკების არმიცემა. როგორც მოგეხსენებათ, სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ, ამა წლის 26 ოქტომბერს კომპანია „ოჯითიმ“ დეკლარირებული გადასახადების დაფარვის მიზნით გადაიხადა ერთი მილიონი ლარი, კომპანიამ იმავე დღეს გადაიხადა აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება და მიიღო შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკებიც.

2018 წლის 8 ნოემბერს კომპანია, კანონმდებლობით გათვალისიწნებულ ვადამდე ერთი კვირით ადრე, სრულად დაფარა ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე კუთვნილი მიმდინარე გადასახადი, 550 ათასი ლარის ოდენობით.

მიმდინარე წლის 12 ნოემბერს კომპანია „ოჯითიმს“ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განათავსა შეკვეთა, რომლითაც მოითხოვა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკები, აღნიშნული შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა იმავე დღეს 11 საათსა და 29 წუთზე.

მომდევნო დღეების განმავლობაში, ინტენსიურად ვუკავშირდებოდით, როგორც ფიონანსთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ დუნდუას, ისე გადამხდელტა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურში და ასევე კომპანიას, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი და პასუხისმგებელია, ვალდებულება აქვს აქციზური მარკების მიწოდების.

ჩვენ მათგან ვითხოვდით, რომ დროულად მოეცათ ინვოისი, რათა მოგვცემოდა საშუალება ჩვენს მიერ შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადახდისა და შემდეგ მიგვეღო აქციზური მარკები კანონის დადგენილი წესით. თუმცა, ამ კომპანიის წამომადგენელი გვპასუხობდა, რომ ეს საკითხი მათ დამატებით უნდა შეეთანხმებინათ კიდევ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან. შეგახსენებთ, რომ ეს შეკვეთა შემოსავლების სამსახურს ერთხელ უკვე დადასტურებული ჰქონდა, შეკვეთის განთავსების დღესვე, ანუ 12 ნოემბერს, ამგვარად, აბსოლუტურად გაუგებარია, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე იყო საჭირო კიდევე რთხელ დადასტურებულიყო შემსოავლების სამსახურის მიერ ერთხელ უკვე დადასტურებული შეკვეთა.

2018 წლის 27 ნოემბერს, წერილობით მივმართეთ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტს და ვითხოვეთ განემარტათ, თუ რატომ არ გვეძლეოდა აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელი ინვოისი, რათა მიგვეღო აქციზური მარკები. იმავე შინაარსის წერილი 29 ნოემბერს გაიგზავნა კომპანიაში, რომელიც პასუხისმგებელია აქციზური მარკების გაცემაზე, მათგანაც ვითხოვეთ, აეხსნათ მიზეზი, რის გამოც არ გვეძლეოდა საშუალება, რომ მიგვეღო ინვოსისი და შემდეგ აქციზური მარკები.

მომდევნო დღეს, 30 ნოემბერს ამ კომპანიისგან მივიღეთ ელექტრონული შეტყობინება, რომლის თანახმადაც გვეცნობა, რომ „ომეგა ჯგუფის“ შეკვეთა, რომელიც იყო დადასტურებული, გუქმდა და სტატუსი გახდა გადაუხდელი, გაუქმებული.

ჩვენმა კომპანიამ, შესაბამისად არ მიიღო აქციზური მარკები და არ მიიღო იმის გამო, რომ არა ერთგზის თხოვნის მიუხედავად გაურკვეველი მიზეზით კომპანიას განზრახ არ მაიწოდეს ინვოისი შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელად.

3 დეკემბერს კომპანიამ კვლავ განათავსა ახალი შეკვეთა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზურ მარკებზე, ამ ახალი შეკვეთის ამჟამინდელი სტატუსი გახლავთ, შეკვეთა შექმნილია, თუმცა, შეკვეთის დადსტურება ან უარყოფა შემოსავლების სამსახურის მიერ, ჯერ არ მომხდარა.

ეჭვგარეშეა, რომ შემოსავლების სამსახური და მისი კონტრაქტორი კომპანია მოქმედებენ შეთანხმებულად და მიზანმიმართულად, რათა „ომეგა ჯგუფს“ არ მიეცეს საშუალება, კანონით დადგენილი წესით, შეიძინოს წარმოებისათვის საჭირო აქციზური მარკები. სწორედ ამგვარი არაკანონიერი ხელშეშლის შედეგია ის, რომ ომეგა ჯგუფი საწარმო დღესაც გაჩერებულია და ადამიანები, რომლებიც აქ იყვნენ დასაქმებულები, ისევ უმუშევრად არიან დარჩენილები.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიამ გუშინ, სამ დეკემბერს წერილობით კიდევ ერთხელ მიმართა ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ იქნეს აღმოფხვრილი ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ომეგა ჯგუფი“ იტოვებს თავის კანონიერ უფლებას რომ მოითხოვოს კანონის დამრღვევ პირთა სამართლებრივი პასუხიმგებლობა და ასევე ჩვენი კომპანიისადმი მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება. ყველა ამ ზემო აღნიშნული მიმოწერის ასლი გადაგზავნილია საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან, ირაკლი ლექვინაძესთანაც“, - განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42