„თვითდაჯერებული ბრიყვების როლში ყოფნა თუ მოგწონთ, იყავით“ - ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიმართავს
პოლიტიკა - 13:01, 04 Dec, 2018     2486

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოს.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ თავს იტყუებს, როცა აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე 2 დეკემბერს გაიმართა, არც თუ ისე ბევრი ხალხი მივიდა:

„ვიდრე 2007 წლის მოვლენები დაიწყებოდა, ერთი კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილს კატეგორიულად მოვთხოვე უშიშროების საბჭო შეკრებილიყო. მე მას ავუხსენი, რომ 50 ათასი კაცი გამოვიდოდა ქუჩაში და უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდით. კატეგორიულად მოვითხოვდი საბჭოს მოწვევას, მაგრამ სააკაშვილი უარს აცხადებდა. დარწმუნებული იყო, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში არ გამოვიდოდა და სიტუაცია არ დაიძაბებოდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის ფართომასშტაბიან მიტინგს წინ კახეთის მიტინგი უძღოდა, სადაც მართლაც ძალიან ცოტა ხალხი მივიდა. ამ ფაქტმა სააკაშვილი ძალიან გაახარა, დააწყნარა და საბოლოოდ უარი თქვა საბჭოს მოწვევაზე. რამდენიმე დღეში კახეთის მცირემასშტაბიან აქციას მოჰყვა თბილისში, სწორედ 50 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა და ორ დღეში სააკაშვილის გადადგომა. ეს ფაქტი არავის დაავიწყდეს. ამას ვამბობ თქვენი მისამართით, მოქმედო ხელისუფლებავ! თავს ნუ დაიმშვიდებთ. თვითდაჯერებული ბრიყვების როლში ყოფნა თუ მოგწონთ, იყავით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42