„მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსს, ყველა გზას, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომლებმაც შეუკვეთეს და განახორციელეს ეს სადისტური აქტი.
ეს იყო, როგორც მინიმუმ, უმაღლესი თანამდებობების პირების დაკვეთა, იყო გადაწყვეტილება, რომ სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელთა დასაშინებლად უნდა ყოფილიყო ეს მეორე ტურამდე, მათ შეასრულეს ეს დავალება განათლების მინისტრისგან, ხოლო განათლების მინისტრმა საიდან მოიტანა და ვისგან მიიღო დაკვეთა იმედია გაარკვევს საზოგადოება,“-ამბობს ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელაია,.
თავად ია კერზაია, რომელმაც პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ინსულტი მიიღო ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
ია კერზაიას ოჯახის წევრების განცხადებით, კერზაიას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვასა და ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერთა მობილიზებას ავალებდნენ, უარის შემდეგ კი დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ემუქრებოდნენ სისხლის სამართლისა და სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობების დაკისრებით, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






