"რუსეთმა 2 წელი მოანდომა საქართველოზე სხვადასხვა გზით ზეწოლას"- კურტ ვოლკერი
პოლიტიკა - 12:48, 04 Dec, 2018     833
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით წინასარჩევნო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს აშშ-ს ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკების საკითხებში, კურტ ვოლკერი გამოეხმაურა. როგორც ვოლკერმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაწყებული:


„ომის დაწყებამდე წლებით ადრე მთავრობაში ვმუშაობდი. ომის დროს კი ელჩი გახლდით ნატოში. ძალიან მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ იმ კონკრეტულ პერიოდს. ვიდრე სროლები დაიწყებოდა. რადგან რუსეთმა 2 წელი მოანდომა საქართველოზე სხვადასხვა გზით ზეწოლას. დაბომბა რადარი საქართველოს ტერიტორიაზე, გაზარდა მისი შეიარაღებული ძალების რაოდენობა სამშვიდობოების სახელით, შეცვალა ამ ძალების ხარისხი, განათავსა საინჟინრო ძალები ხიდების ასაშენებლად, რათა გაეძლოთ ტანკების სიმძიმისთვის, აგდებდა ქართულ დრონებს, აკრძალა ღვინო და მინერალური წყალი, გამოაძევა ქართველები რუსეთიდან. ეს იყო საყურადღებო აგრესიული ქმედებები რუსეთის მხრიდან, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს დღეები. არ მგონია, ნათელი სურათი იყოს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ გაისროლა და როდის. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, ვინ გაისროლა პირველად, ან საითკენ ისროდა, არამედ ვინ ისროდა საქართველოს ტერიტორიის შიგნით, თუ არა რუსეთი ან მის სხვა მხარდაჭერილი სეპარატისტები? ვფიქრობ, არასწორია საკითხი დავსვათ ასე - ვინ გაისროლა პირველმა. კამპანიის მიმდინარეობის დროს ზურაბიშვილმა აღიარა, რომ მისი პირველი განცხადება არ მიიღო ქართველმა ხალხმა და ცდილობდა საკუთარი სიტყვები საქართველოში არსებულ საყოველთაო აღქმასთან შესაბამისობაში მოეყვანა.“- განაცხადა კურტ ვოლკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42