„პირველ რიგში, ვულოცავ ქალბატონ ზურაბიშვილს. ის არჩეული პრეზიდენტია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი მის გარშემო გაერთიანდეს. დემოკრატიულ პროცესში მას ცხადად ჰქონდა ხმები. როგორც ითქვა, ბევრი პრობლემა იყო საარჩევნო კამპანიაში, როგორც ჩანს, ეს იყო ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კამპანიის დაფინანსება. ეს ყველაფერი ეუთოს ანგარიშშია დასაბუთებული. სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი. ახლა მნიშვნელოვანია, ქართველები ერთად დადგნენ და აღმოფხვრან ხარვეზები, რომ მომავალში არ განმეორდეს. განსაკუთრებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. შემდეგი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიით აირჩევა, პარლამენტს კი ხალხი აირჩევს. ამგვარი დარღვევები უნდა გამოსწორდეს მომდევნო არჩევნებამდე. ეს იმედგაცრუებაა. ვიტყოდი, ასევე, პრობლემები საქართველოში ზოგიერთი წინა არჩევნების დროსაც იყო. 2012 წლის არჩევნები საკმაოდ კარგი იყო, თუმცა მის წინა ასევე ჰქონდა პრობლემები. არსებობდა იმედი საქართველოს ტრაექტორიის შესახებ, რომ გაგრძელდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავება და გაძლიერება. თუმცა პროგრესი სწორხაზოვნად არასოდეს მიდის. ეს არჩევნები, როგორც ჩანს, პროცესის თვალსაზრისით უკან დახევაა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველომ ეს დრო გამოიყენოს. გაითვალისწინოს ეს ყველაფერი - ეუთოს ანგარიში, რეაქციები საზღვარგარეთიდან და აღმოფხვრას ეს, რომ მომავალში ისევ უკეთესი იყოს.“- განაცხადა კურტ ვოლკერმა.
მასალის გამოყენების პირობები






