"სისულელეებს თავი დაანებონ" - "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან კონსულტაციებზე უარს ამბობს
პოლიტიკა - 12:15, 04 Dec, 2018     766
"ქართუ ოცნებაში" გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას, რომელიც კონსულტაციებს გულისხმობს "არაადექვატურს" უწოდებენ.

მმართველი პარტიის არგუმენტია, რომ მოსახლეობის უმეტესობამ მხარი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.

„მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ უარი უთხრას „ნაციონალურ მოძრაობას“ მოთხოვნებზე, მათ კანდიდატზე, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და მიიღო ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობის უმრავლესობის ხმა. ეს ნიშნავს, რომ მანდატი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ეს იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ვიდრე უფრო მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა ხმა. შესაბამისად, აქ არ დგას ვადამდელი არჩევნების საკითხი. რაციონალური იქნება ვისაუბროთ იმ ცვლილებებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების მიხედვით შეიძლება შეეხოს საარჩევნო კანონმდებლობას “- განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას ზურაბიშვილისადმი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის მილოცვის გაზიარებას და პატივისცემისკენ მოუწოდებს.

"თუკი ისინი აღიარებენ, რომ მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა, არჩევნები იყო კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, თუ კი ისინი გააცნობიერებენ, რომ ამ საკითხებს აღიარება მოუწევთ, ეს იქნება მათი მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი. მათ პატივი უნდა სცენ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, პატივი უნდა სცენ იმ ქვეყნების მეთაუის შეფასებებს, რომლებმაც მიულოცეს ქალბატონ სალომეს პრეზიდენტად არჩევა"- ამბობს ოხანაშვილი.

"ქართული ოცნების" წევრმა, კარლო კოპალიანმა კი დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი გააკრიტიკა, რომელმაც მხარეებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

„5 წელი არაფერი გაუკეთბია, პირადად ჩემთვის მისი მოწოდება არაფერს ნიშნავს. რა დიალოგზე უნდა იყოს ლაპარაკი, წარმოუდგენელია. მე ვურჩევდი ჩვენს ოპონენტებს, რომ ამ სისულელეებს თავი დაანებონ და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, კარლო კოპალიანმა.

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ფართომასშტაბიან და მრავალპარტიულ კონსულტაციებს იწყებს.

ოპოზიცია მოლაპარაკებებში ჩართვისკენ "ქართულ ოცნებასაც" მოუწოდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42