"როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯგუფურად ფლობენ იარაღს, ყველა სახის ეჭვი შეიძლება გაჩნდეს"- შს მინისტრი უკრაინის მოქალაქეების დაკავების საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს
პოლიტიკა - 12:03, 04 Dec, 2018     891
შინაგან სამეთა მინისტრი, გიორგი გახარია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს.

გახარია ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მიზნით იმყოფებოდნენ უკრაინელი მებრძოლები საქართველოში და რაში სჭირდებოდათ ის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მათი დაკავებისას ამოიღეს.

რაც შეეხება ვერსიას დაკავებულების რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან კავშირის შესახებ. შს მინისტრი აცხადებს, რომ ეჭვების დონეზე შეიძლება ამ საკითხზე საუბარი.

"როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კონცენტრირებულად, ჯგუფურად... შემდგომ უკვე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოვაჩინეთ იარაღი, აქ შეიძლება ყველა სახის ეჭვი გაჩნდეს. თუმცა დღეს ჩვენ არაფერზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არის მიმდინარე. ჩვენ კოლეგებთან, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შედეგები იქნება...

ეს არის საპასუხისმგებლო გამოძიება. ჩვენ თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას ვზომავთ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ეჭვები მათივე განცხადებებიდან, რომელიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროს, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის თბილისში. ასეთი ეჭვი არსებობს, თუმცა ეს დღეს მხოლოდ ეჭვია და სად მიგვიყვანს გამოძიება ვნახავთ. დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს მოტივის გამოსაკვეთად. როგორც ფაქტი, ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფურად საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისში ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

მათ ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო-შეძენა შენახვა ედება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42